|
მობილბანკი
მობილბანკი საშუალებას მოგცემთ საკუთარი მობილური ტელეფონის მეშვეობით მიიღოთ თითქმის იდენტური მომსახურება, რასაც ინტერნეტბანკი და ტელეფონბანკი გთავაზობთ.
მობილბანკის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი თაობისა თუ მოდელის მობილურით. ამისათვის შექმნილია ოთხი სხვადასხვა ტიპის აპლიკაცია:
- PDA ბანკი – განკუთვნილია ახალი თაობის მობილური ტელეფონებისათვის. PDA ბანკს აქვს ყველა ის ფუნქციონალური მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია ინტერნეტბანკს. იმისთვის, რომ გამოიყენოთ PDA ბანკი, მობილური ტელეფონის ბროუზერში აკრიფეთ მისამართი: https://pda.ibank.ge და გაიარეთ იდენტიფიკაცია;
- WAP ბანკი – განკუთვნილია მობილური ტელეფონებისათვის, რომლებსაც მხოლოდ WAP ბროუზერი აქვთ. WAP ბანკს აქვს ყველა ის ძირითადი ფუნქციონალური მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია ინტერნეტბანკს. WAP ბანკით სარგებლობისათვის ტელეფონის ბროუზერში აკრიფეთ მისამართი: https://wap.ibank.ge და გაიარეთ იდენტიფიკაცია;
- Java ბანკი – სპეციალურად მობილური ტელეფონისთვის დაწერილი პროგრამაა. Java ბანკის უპირატესობა არის ის, რომ ინტერნეტთან დაკავშირება ხდება მობილბანკის მხოლოდ ცვლადი პარამეტრების გასაახლებლად. შესაბამისად Java ბანკი გაცილებით უფრო მცირე მოცულობით იყენებს ინტერნეტმხარდაჭერას;
JAVA ბანკით სარგებლობისათვის ტელეფონის ბროუზერში აკრიფეთ მისამართი: https://java.ibank.ge, ჩამოწერეთ პროგრამა და გაიარეთ იდენტიფიკაცია;
- SMS ბანკი – მობილბანკის ერთ-ერთი სახეობაა. SMS ბანკით თქვენ იღებთ შეტყობინებას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის, ანგარიშიდან თანხის გასვლის ოპერაციის, სესხზე გადასახდელი თანხის, ანაბრის ვადის გასვლის, პლასტიკური ბარათით ოპერაციის ჩატარების თაობაზე და სხვა. მომხმარებელს თავად შეუძლია შეცვალოს SMS ტექსტის ფორმატი და აწარმოოს სხვადასხვა აქტიური საბანკო ოპერაციები.
SMS ბანკის უპირატესობებია:
- SMS ბანკით სარგებლობისთვის თქვენ არ მოგიწევთ GPRS ინტერნეტის ამოქმედება; საკმარისია მობილურიდან SMS შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა;
- SMS ბანკი მუშაობს ნებისმიერი მოდელის მობილურ ტელეფონზე;
- SMS ბანკის მეშვეობით თქვენ იღებთ შეტყობინებას თქვენს საბანკო ანგარიშებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
|
|