SOLO ანგარიში საგანგებოდ შექმნილი უნივერსალური, მულტისავალუტო ანგარიშია, რომელიც არაერთ უპირატესობას ანიჭებს მის მფლობელს.
SOLO ანგარიშის მფლობელს საშუალება აქვს მიიღოს სპეციალურად მისთვის შექმნილი SOLO ბარათი და პროდუქტებისა თუ მომსახურების მთელი ერთობლიობა.

SOLO-ს ანგარიშით თქვენ იგრძნობთ მომსახურების ინდივიდუალური მიდგომის უპირატესობებს და მოხერხებულობას.
SOLO ანგარიშის მფლობელი დამატებით უფასოდ მიიღებს Visa Gold ან MasterCard Gold ტიპის სადებეტო პლასტიკურ ბარათებს.
SOLO ანგარიშის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა ხშირი მოგზაურობისთვის განკუთვნილი IAPA ბარათი.

IAPA-ს წევრები სარგებლობენ ფასდაკლებებით მოგზაურობაზე, დაზღვევაზე და სხვა მომსახურებაზე მგზავრობისას. IAPA-ს წევრები იღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებებს სასტუმროებში გაჩერებაზე, ავტომობილის ქირაობაზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტების VIP ლოჟებით სარგებლობაზე.
SOLO ანგარიშის მფლობელები ისარგებლებენ მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის პოლისით, 50,000 აშშ დოლარამდე ლიმიტით. დაზღვევა მოქმედებს წელიწადში ჯამურად საზღვარგარეთ გატარებულ 14 დღეზე.