Home Home Home
 
 
Solo
სოლოს შესახებპერსონალური ბანკირიმომსახურების არხებიპროდუქტები

პროდუქტები
სესხები

 SOLO-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ როგორც მიზნობრივი სესხებით - ავტო+ და იპო+, ისე სამომხმარებლო სესხითა და ოვერდრაფტით.

ავტო+ ის საშუალებით განვადებით შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი მარკის ახალი ან მეორადი ავტომობილი. მანქანის შეძენა შესაძლებელია, როგორც ბანკის პარტნიორი ავტოსალონებიდან, ისე ნებისმიერი ალტერნატიული წყაროდან.
 
ავტო+ ის საპროცენტო განაკვეთი თქვენს მონაცემებზე იქნება მორგებული, ხოლო სესხის დამტკიცების პროცედურა გამარტივებულია.
 
მხოლოდ საქართველოს ბანკში” შესაძლებელია გამარტივებული იპოთეკური სესხით, იპო+ით სარგებლობა. ყოველთვიური დანაზოგის ან ფიქსირებული თანხის გარკვეული პერიოდით განთავსების შემთხვევაში, შეძლებთ საპროცენტო განაკვეთის 4-ჯერ შემცირებას.
 
იპოთეკური სესხი ახალი იპო +, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს, გაარემონტოს, ააშენოს უძრავი ქონება და ისარგებლოს დღეისათვის ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. დანაზოგისგანთავსებით საანაბრე ანგარიშზე, თქვენ შეამცირებთ ყოველთვიურად დასაფარ პროცენტს სესხის ვადის დასრულების შემდეგ კი დანაზოგი უკანდაგიბრუნდებათ.
 
SOLO-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სამომხმარებლო სესხით პრივილეგირებული პირობებით.
 
ოვერდრაფტი საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ ხელფასის გარკვეული ოდენობის ოვერდრაფტით და მიმართოთ ის ნებისმიერი მიზნობრიობით. ოვერდრაფტი ხელფასის ჩარიცხვისთანავე ავტომატურად დაიფარება და თქვენ კვლავ შეძლებთ მის გამოყენებას სურვილის შემთხვევაში.









+995 32 444 400 | info@solo.ge

„საქართველოს ბანკის“ შესახებ

"საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი ბანკია, რომელიც მის კლიენტებს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, სთავაზობს კომერციული და საინვესტიციო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, დაზღვევის, ლიზინგისა და ბარათის საპროცესინგო მომსახურების სრულ სპექტრს. საქართველოში უმსხვილესი სამომხმარებლო საბანკო საქმიანობის ბანკი, რომელიც ფლობს 33.6% საბაზრო წილს მთლიანი აქტივების მიხედვით, "საქართველოს ბანკი" ემსახურება 895,000–ზე მეტი ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშს, 140 სერვის ცენტრისა და 380 ბანკომატის, ისევე როგორც მომსახურების სხვა არხების, მათ შორის ინტერნეტ-ბანკის, მობილ-ბანკისა და უახლეს ტექნოლოგიაზე დამყარებული ტელეფონ-ბანკის მეშვეობით. ბანკი მის მფლობელობაში მყოფ შვილობილ კომპანიებთან ერთად, დაყოფილია შემდეგ სტრატეგიულ ბიზნეს-მიმართულებად: სამომხმარებლო საბანკო საქმიანობა, კორპორატიული საბანკო საქმიანობა, დაზღვევა და კორპორატიული ცენტრი; და ბიზნეს-მიმართულებებად: დაგროვილი ქონების მართვა და "ბიჯი კაპიტალი". ბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 2009 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით შეადგინა 2.6 მილიონი ლარი, სააქციო კაპიტალმა 718,513 მლნ ლარი და მთლიანმა აქტივებმა თითქმის 3 მილიარდი ლარი.*

2006 წლის 29 ნოემბერს "საქართველოს ბანკი" გახდა პირველი ქართული კომპანია და დსთ–ს სივრცეში მეორე ბანკი, რომელმაც საკუთარი აქციები, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: BGEO) განათავსა. “საქართველოს ბანკის” აქციები (GSE: GEB) საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივაჭრება 2001 წლიდან და წარმოადგენს მთავარ აქციას საფონდო ბირჟაზე. 2008 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, ბანკის დაახლოებით 89% ინსტიტუციონალური ინვესტორების მფლობელობაშია, დანარჩენი კი ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და 1400-მდე რეზიდენტ და არა-რეზიდენტ ფიზიკურ პირს ეკუთვნის. "საქართველოს ბანკი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: S&P: 'B/B'; Moody’s: 'B3/NP' (FC) & 'Ba3/NP' (LC); FitchRatings: 'B/B'.

2008 და 2009 წლის მარტში, "საქართველოს ბანკმა" მიიღო გამოცემა "Global Finance"–ის ჯილდო "საქართველოს საუკეთესო ბანკი 2008 წელს" და "საქართველოს საუკეთესო ბანკი 2009 წელს".

2005, 2006, 2007, 2008 და 2009 წლის ივლისში, კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანმა გამოცემამ "Euromoney", „საქართველოს ბანკი“ დაასახელა წარჩინებისათვის ჯილდოს გამარჯვებულად ნომინაციაში "საქართველოს საუკეთესო ბანკი".

2006, 2007 და 2008 წლის დეკემბერში "საქართველოს ბანკმა“ მიიღო ჯილდო "წლის ბანკი საქართველოში. "The Banker"-ისგან– " Financial Times Business Ltd-ს გამოცემა, Financial Times კომპანიათა ჯგუფის წევრისგან.

* კონსოლიდირებული, არააუდიტირებული, IFRS.



დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.bog.ge/ir

www.sb24.ge | www.wealthmanagement.ge | www.bgcapital.ge | www.gfi-israel.co.il | www.glc.ge
www.presto.ge | www.bgbank.com.ua | www.aldagibci.ge | www.bnb.by | www.bog.ge/ir | www.bogfund.ge