| |
|
|
|
|
SOLO-ს მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს არაერთი ანაბრით და მიიღოს დამატებითი სარგებელი ვადიან ანაბარზე. თქვენთვის ხელმისაწვდომია სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლისთვის შექმნილი SOLO დეპოზიტი, ისევე როგორც „საქართველოს ბანკის” ანაბრების ფართო არჩევანი: ვადიანი ანაბარი, საინვესტიციო ანაბარი, მაქსიმა, საბავშვო ანაბარი და მოთხოვნამდე ანაბარი.
სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის შექმნილი SOLO ანაბარი, თქვენი ფინანსების გაზრდაში დაგეხმარებათ. ანაბარზე თანხის დაგროვებასთან ერთად, იზრდება საპროცენტო განაკვეთიც. ანაბარზე შესაძლებელია თანხის დამატება ნებისმიერი ოდენობით და პერიოდულობით. SOLO ანაბარზე დამატებითი თანხის შეტანა არ არის სავალდებულო.
ვადიანი ანაბარი თანხის დაზოგვისა და გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. ვადიან ანაბარს მაღალი სარგებელი ერიცხება, ხოლო ანაბარზე თანხის განთავსების პერიოდს მომხმარებელი თავადვე, დღეების სიზუსტით ირჩევს. მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს, თუ როდის სურს ანაბარზე დარიცხული სარგებლის გატანა.
საინვესტიციო ანაბარი “საქართველოს ბანკის” მიერ შეთავაზებული ინოვაციური პროდუქტია. საინვესტიციო ანაბარი, სტანდარტული ვადიანი ანაბარია, რომელსაც ერიცხება გარანტირებული სარგებელი. ამავე დროს, ის საინვესტიციო პროდუქტია, რომელსაც დამატებითი მოგების მოტანა შეუძლია. დამატებითი მოგება არის ანაბარზე გარანტირებულთან ერთად დარიცხული სარგებელი, რომელიც ოქროს ან ნავთობის ფასის ცვლილებას უკავშირდება. ოქროსა და ნავთობის ფასების ცვალებადობა ბანკს გადაზღვეული აქვს ევროპის წამყვან ბანკებში.
ანაბარი მაქსიმა დანაზოგის დაგროვების და განკარგვის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი საშუალებაა. მაქსიმა საშუალებას გაძლევთ მარტივად დააგროვოთ თანხა ანაბარზე და ნებისმიერ დროს, პლასტიკური ბარათის მეშვეობით გამოიყენოთ ის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მაქსიმა ანაბარს სარგებელი ყოველი დღის ბოლოს ანგარიშზე არსებული ნაშთის შესაბამისად ერიცხება. საპროცენტო განაკვეთი თანხის ცვლილების მიუხედავად არ მცირდება. მაქსიმა ანაბარზე თანხის დაგროვება ერთდროულად რამდენიმე ვალუტაშია შესაძლებელი. მეანაბრეს შეუძლია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოცულობის თანხით შეავსოს ანაბარი. მხოლოდ SOLO-ს კლიენტებისთვის, ანგარიშის ყოველწლიური მომსახურება უფასოა.
საბავშვო ანაბარი მხოლოდ “საქართველოს ბანკში” საბავშვო ანაბრის ვადამდე გატანის შემთხვევაში, მეანაბრე არ კარგავს ანაბარზე უკვე დარიცხულ სარგებელს. საბავშვო ანაბარს ერიცხება რთული პროცენტი - ყოველწლიურად დარიცხული სარგებელი ემატება ანაბრის ანგარიშზე არსებულ თანხას და მომდევნო პერიოდიდან სარგებელი ერიცხება გაზრდილი ანაბრის თანხას. საბავშვო ანაბარზე პროცენტის დარიცხვა (კაპიტალიზაცია) წარმოებს ანაბრის გახსნიდან 1 წლის შემდეგ.
მოთხოვნამდე ანაბარი თანხის განკარგვის ყველაზე მოხერხებული საშუალებაა. მოთხოვნამდე ანაბრის ვადა არ არის შეზღუდული და მომხმარებელს თანხის თავისუფალი განკარგვა ნებისმიერ დროს შეუძლია. ყოველთვიურად დარიცხული სარგებელი ემატება ანაბრის ანგარიშზე არსებულ თანხას და მომდევნო პერიოდიდან სარგებელი ერიცხება გაზრდილი ანაბრის თანხას.
|
|
|
|
| |
|
|
|