SOLO-ს მომხმარებლები სარგებლობენ ექსკლუზიური უფლებით მიიღონ მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, American Express-ის საკრედიტო ბარათი.
American Express Gold Card-ი ეს არის პრემიუმ კლასის საკრედიტო ბარათი მრავალი შესაძლებლობებით, მაღალი საკრედიტო ლიმიტით და ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით. ბარათით სარგებლობისას, თქვენ აგროვებთ ქულებს, რომლის სანაცვლოდაც, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება და ფართო მოხმარების საგნები. ქულების დაგროვება ყველა დახარჯულ ლარზე ხდება.
American Express Gold Card-ის მფლობელები სარგებლობენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი საუცხოო შეთავაზებებით. მოგზაურობის დაგეგმივსას, გამოიყენეთსპეციალური შეღავათები, დახმარება საგანგებო სიტუაციებში, მიიღეთრჩევები, ისარგებლეთ დაზღვევით დაქირავებულ მანქანაზე და ბარგის დაკარგვაზე.
American Express Gold Card -ის მფლობელები პირველები მიიღებენ შეტყობინებებსსხვადასხვა ღონისძიებების შესახებ და ისარგებლებენ უფლებით წინასწარდაჯავშნონ ბილეთები. American Express Gold Card-ი დაცულია არა ავტორიზებულიგამოყენებისგან. თქვენი საბარათე ანგარიშის შემოწმება და მართვა შეგიძლიათ ინტერნეტით. თქვენთვის ხელმისაწვდომია მხარდაჭერა 24/7, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
