• USD1.6276
  • EUR2.0669
  • GBP2.5819

სიახლეები


03.05.2012
ყველაზე გამარტივებული იპოთეკური სესხი რემონტისთვის

მიიღეთ ყველაზე გამარტივებული იპოთეკური სესხი რემონტისთვის საქართველოს ბანკში, მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის წარდგენით და შემოსავლის დადასტურების გარეშე.

სესხის პირობები:
ვალუტა – ლარი, აშშ დოლარი; 
თანხა – 1კვ.მ–მაქს.250 აშშ დოლარი; 
ვადა – 72 თვემდე*; 
თანამონაწილეობა – არ მოითხოვება; 
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – 18%.

სესხი რემონტისთვის - გაიხალისეთ ცხოვრება!

*ლარში გაცემული სესხების ვადა 60 - თვემდე

 

 

03.05.2012
ბი ჯი კაპიტალის შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის

სს „ბი ჯი კაპიტალი“ (რომელიც არის საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) გთავაზობთ საერთაშორისო დონის მომსახურებას ფასიანი ქაღალდების ყიდვა–გაყიდვის პროცესში საზღვარგარეთულ და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე.

ბი ჯი კაპიტალი SOLO მომხმარებლებს სთავაზობს შეღავათიან პირობებს საქართველოს ბანკისა და სხვა პრემიუმ ლისტინგის აქციების ყიდვა–გაყიდვისა და ფასიანი ქაღალდების შენახვის მომსახურებზე.

ბი ჯი კაპიტალის მომსახურების ტარიფები ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისათვის:

  • საბროკერო საკომისიო – გარიგების მთლიანი მოცულობის 1% (ნაცვლად სტანდარტული 2%–ისა)
  • უცხოური ფასიანი ქაღალდების მიღება/მიწოდების საკომისიო – ფიქსირებული 100 ლარი თითოეულ გარიგებაზე (ნაცვლად 150 ლარისა)
  • უცხოური ფასიანი ქაღალდების შენახვის საკომისიო – 0.015% საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის აქციებისთვის; 0.025% (მინიმალური საკომისიოს გარეშე) სხვა უცხოური ფასიანი ქაღალდებისთვის.

აღნიშნული შეთავაზება ძალაშია 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

სს ბი ჯი კაპიტალი
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 7, თბილისი 0179 საქართველო
ტელ.: +995 322 444 132
ფაქსი: +995 322 235 804
ელფოსტა: st@bgcap.ge
ვებგვერდი: www.bgcapital.ge

 

 

03.05.2012
გაატარეთ დაუვიწყარი ზაფხული ავსტრიაში American Express–სთან ერთად!

გაატარეთ სასიამოვნოდ დატვრითული ზაფხული და შეიგრძენით ავსტრიის სილამაზე. ისიამოვნეთ წყლის თხილამურებით, ზღვაოსნობითა და ვინდსერფინგით უამრავ ტბაზე. ვენა არის მუსიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის ცენტრი. თქვენ ასევე გელით უამრავი ბუნებრივი ღირშესანიშნაობა: სპეციალურ ბილიკებზე ფეხით მოგზაურობით დაწყებული, ავსტრიის უდიდესი მდინარეების გასწვრივ ველოსიპედით მოგზაურთათვის განსაზღვრული მარშრუტებით დამთავრებული. თვალისმომჭრელი ლანდშაფტების გარდა, მრავალი ტურისტი ავსტრიაში მუსიკალურ მემკვიდრეობასთან საზიაროდ ჩამადის. ზალცბურგი და ვენა გთავაზობთ მსოფლიოში განთქმულ საოპერო, კლასიკურ და ჯაზურ მუსიკას მთელი ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი დონის წარმოდგენებით.

სპეციალური შეთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული წიგნის სახით - თავსებადია iPhone, iPad, Android და პლანშეტურ კომპიუტერებთან. იხილეთ: www.amexsummerinaustria.com

მეტი შეთავაზებები მოგზაურობაზე, დასვენებაზე, სპორტზე, კულტურასა და შოპინგზე იხილეთ www.americanexpress.com/summerinaustria

დაჯავშნა უნდა განახორციელოთ ვებგვერდიდან, ელფოსტით ან ტელეფონით, უშუალოდ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში. შეღავათიანი პირობების მისაღებად აუცილებელია გადაიხადოთ თქვენი American Express ბარათით.

ისიამოვნეთ ზაფხულით ავსტრიაში!

05.04.2012
იპოთეკური და ავტოსესხების აქცია!

 17 აპრილიდან 1 ივნისამდე

  • ისარგებლეთ იპოთეკური სესხებით საქართველოს ბანკში და მიიღეთ სესხზე დარიცხული პირველი ორი თვის პროცენტი საჩუქრად!
  • შეიძინეთ ავტომობილი საქართველოს ბანკის ავტოსესხით და მიიღეთ სესხზე დარიცხული პირველი თვის პროცენტი საჩუქრად!

 

ამასთან, განახლებული იპოთეკური სესხების პირობებით თქვენ შეძლებთ:

  • დაგეგმოთ სესხის უფრო ადრე დაფარვა ან მეტი ოდენობის სესხის აღება, ვიდრე თქვენ აქამდე შეგეძლოთ;
  • იმავე უზრუნველყოფით მიიღოთ უფრო მეტი მოცულობის სესხი, შესაბამისად შეიძინოთ უკეთესი ბინა ან აგარაკი;
  • იპოთეკური სესხი რემონტისთვის მიიღოთ გამარტივებული პროცედურით, შემოსავლების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის გარეშე.                                 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ან სესხის ასაღებად გთხოვთ მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.

 

 

 

 

 

 

 

31.01.2012
პირველად საქართველოში! 7 თებერვლიდან შეიძინეთ American Express Business საკრედიტო ბარათები
American Express Business მსოფლიოში აღიარებული პრემიუმკლასის ბიზნესბარათია, რომელიც თქვენი კომპანიის ფინანსურ კეთილდღეობას განსაზღვრავს, პრესტიჟსა და პრივილეგირებულობას გაუსვამს ხაზს და თან მსოფლიო კლასის მომსახურებას უზრუნველყოფს.
 
American Express Business ბარათის დახმარებით თქვენ:
  • ისარგებლებთ 36 დღემდე უპროცენტო კრედიტით;
  • მიიღებთ თქვენი ბიზნესისთვის ხელსაყრელ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს;
  • დააგროვებთ ბონუსქულებს და გადაცვლით თქვენ მიერ არჩეულ საჩუქრებზე;
  • გააკონტროლებთ და მართავთ თქვენს ანგარიშს ინტერნეტბანკის საშუალებით;
  • აირჩევთ ბილინგის სასურველ თარიღს;
  • ისარგებლებთ დაზღვევის სრული პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს ბარათის მფლობელს სამოგზაურო დაზღვევით, შენაძენის დაზღვევითა და დაზღვევით ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან
საქართველოს ბანკი გთავაზობთ American Express Business ბარათების 2 ტიპს: American Express Business და American Express Gold Business საკრედიტო ბარათებს. ბარათების დამზადება შეგიძლიათ თქვენი თანამშრომლებისთვისაც. კომპანიისთვის გამოიყოფა ერთიანი საკრედიტო ლიმიტი. თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური ლიმიტების განსაზღვრას კი თავად შეძლებთ;
06.12.2011
American Express ბარათების დაზღვევას 1 იანვრიდან კომპანია "ალდაგი ბისიაი" უზრუნველყოფს

2012 წლის 1 იანვრიდან სადაზღვევო კომპანია „ჩარტის ევროპა ს.ა.“-ს სანაცვლოდ American Express ბარათების მზღვეველი იქნება სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“. ახალი პოლისების მიღება შესაძლებელი იქნება 2012 წლის 13 იანვრიდან.

  • Find us on
  • Designed by
  •  
  • Programming by
  •