SOLO მომხმარებლებს ემსახურება პერსონალური ბანკირების გუნდი, რომელიც შედგება საგანგებოდ შერჩეული და მომზადებული პროფესიონალებისგან. პერსონალურ ბანკირებს აქვთ საბანკო მომსახურების რამდენიმეწლიანი გამოცდილება.
პერსონალური ბანკირი შემოგთავაზებთ ყველა სახის საბანკო პროდუქტს. ის იქნება თქვენი ერთადერთი საკონტაქტო პირი, რაც ბევრად გაგიმარტივებთ ურთიერთობას ბანკთან.
პერსონალური ბანკირი დეტალურად გაეცნობა თქვენს მოთხოვნებს, შეგირჩევთ მისაღებ პროდუქტებსა და მომსახურებას. პერსონალური ბანკირი მოგემსახურებათ თქვენთვის სასურველ დროს როგორც სპეციალურად შექმნილ მომსახურების ადგილებში, ისე იმეილბანკის მეშვეობით.