ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შესაძლებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, პირადი ანგარიშების შემოწმება და სხვადასხვა ტიპის საბანკო ოპერაციის განხორციელება. მათ შორის: თანხის გადარიცხვა, „საქართველოს ბანკში” არსებულ ანგარიშებზე და მის გარეთ, გადასახდელების დაფარვა, ბარათის დაბლოკვა, ანაბარზე თანხის დამატება, ანაბრის გახსნა და მრავალი სხვა.