• USD1.6193
  • EUR2.1423
  • GBP2.5452

SOLO Lifestyle


30.01.2012
დაისვენეთ გუდაურში სასტუმრო Carpe Diem–ში სპეციალურ ფასად!

სასტუმრო Carpe Diem გუდაურში 10 თებერვლიდან მხოლოდ SOLO და SOLO Family მომხმარებლებს სპეციალურ ფასებს გთავაზობთ. გაერთეთ, დაისვენეთ და დაზოგეთ. 

ფასდაკლების მიღება შეგიძლიათ ბარათით ან ნაღდი თანხით ანგარიშსწორების შემთხვევაში, საკმარისია წარადგინოთ თქვენი SOLO ან SOLO Family ბარათი.

HOTEL CARPE DIEM GUDAURI  - ოთახის ფასები მოცემულია ევროში:

ოთახის ტიპის

სტანდარტული ფასი

ფასი  SOLO და SOLO Family მომხმარებლებისთვის

ერთადგილიანი 65 55.25
ორადგილიანი 135 114.75
"Junior suit" 150 174.25
"Suit" 200 127.50
სამადგილიანი 205 170
დამატებითი საწოლი ბავშვისთვის (5–ზე მეტ წელზე) 60 51
დამატებითი საწოლი ბავშვისთვის (5 წლამდე) 0 0
     


საფასურში შედის:

  • ორჯერადი კვება (შვედური მაგიდა) – საუზმე  - 10:00 - 11:30 სთ; სადილი - 16:00 - 17:30 სთ
  • უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა 
  • სპა ცენტრით სარგებლობა (1 საათი)
  • კინო და მულტფილმების ჩვენება ბავშვებისთვის (საღამოს საათებში)
  • დამატებითი საწოლი 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
  • მინი ბარი 
  • ტელეფონი (ადგილობრივი ზარების განხორციელება)
  • სეიფი
  • ფენი 
  • ჰიგიენური საშუალებები

 

30.01.2012
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისათვის „რედ კაფე"–სგან

ეწვიეთ „რედ კაფე“–ს და 1 თებერვლიდან 1 მარტამდე SOLO და SOLO Family ბარათებით გადახდისას მიიღეთ 10% ფასდაკლება.

ევროპული სტილის ბისტრო „რედ კაფე“ თქვენი ჯანმრთელობისთვის, კომფორტისა და დროის ეკონომიისთვის შეიქმნა. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნატურალური, სასარგებლო, გემრიელი და ასევე დაბალკალორიული კერძები.

სამუშაო საათები: 

  • ორშ.–შაბ.: 09:00 – 20:00
  • საუზმე: 09:00 – 11:00
  • ლანჩი: 12:00 – 16:00 

„რედ კაფე“ – საუკეთესო ადგილი საუზმისა და ლანჩისთვის!

მის.: ვაჟა–ფშაველას 71 (BCV)
ტელ.: 2 201 211
www.redcafe.ge

27.01.2012
„რედიქსის“ ექსკლუზიური აქცია მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის 1 თებერვლიდან 1 მარტამდე.

 შეიძინეთ ბინა „რედიქსის“ საცხოვრებელ კომპლექსში BCV და მიიღეთ საჩუქრად ერთი ოთახი!

„რედიქსის“ ბინები დასრულებული რემონტით ბარდება. ბინებში დამონტაჟებულია თანამედროვე იტალიური სამზარეულო, BOSCH-ის ფირმის მაცივარი, გაზქურა, გამწოვი, ჭურჭლისა და სარეცხი მანქანები. სველი წერტილები მოპირკეთებულია იტალიური წარმოების ფილებით, დაგებულია კანადური მუხის იატაკი. აპარტამენტები უზრუნველყოფილია ინდივიდუალური გათბობისა და კონდიცირების სისტემებით.

კომპლექსს ემსახურება სატვირთო და სამგზავრო OTIS ლიფტები, სამსართულიანი დაცული მიწისქვეშა ავტოსადგომი, წყლის რეზერვუარები მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საგენერატორო, რომელიც ავარიული განათების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია სადარბაზოს ბარათების ელექტრონული სისტემა, ვიდეოდომოფონები, 24 საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება. სადარბაზოსა და რეკრეაციული ზონის დასუფთავებაზე ზრუნავს საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანია.                                                                     

„რედიქსის“ ბინები მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დასრულებულ კომპლექსში BCV. ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი სრულყოფილი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურით, რომელშიც ყოველდღიური საჭიროებისათვის აუცილებელი ობიექტებია თავმოყრილი - „რედ კაფე“, „რედიქსის“ საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი. გაზაფხულზე იხსნება „კლუბი 71“, რომელიც საცურაო აუზს, სპაცენტრსა და ფიტნესდარბაზს აერთიანებს.

BCV-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ 129, 162, 209 და 254 მ2 ფართობის ბინები. კვადრატული მეტრის ღირებულება 1540შშ დოლარიდან იწყება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 2 322 333
„რედიქსი“, ვაჟა-ფშაველას გამზ. # 71.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი – 10:00-19:00; შაბათი - 11:00 – 17:00  

18.01.2012
ისარგებლეთ 10%–იანი ფასდაკლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კაფე „Effes Beer Port“-ში.

თუ თბილისიდან მიემგზავრებით, გაქვთ თავისუფალი დრო და გსურთ მსუბუქად წაიხემსოთ, დაისვენეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კაფე „Effes Beer Port“-ში და მხოლოდ SOLO და SOLO Family ბარათებით ანგარიშსწორებისას თქვენ შეძლებთ მიიღოთ 10%–იანი ფასდაკლება.

ფასდაკლების მისაღებად თქვენი დანახარჯი კაფეში უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 ლარს. ანგარიშის მოთხოვნამდე მოითხოვეთ ფასდაკლება და წარადგინეთ თქვენი SOLO და SOLO Family ბარათი.

  • Find us on
  • Designed by
  •  
  • Programming by
  •