
SOLO მომსახურების უამრავ უპირატესობასთან ერთად თქვენ იღებთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილ SOLO ბარათს განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც იდეალურად შეეფერება თქვენს ფინანსურ მოთხოვნებსა და ცხოვრების აქტიურ სტილს.
SOLO ბარათზე მიბმულია ექსკლუზიურად შექმნილი მულტისავალუტო ანგარიში და განკუთვნილია თქვენი ყოველდღიური საბანკო საჭიროებებისთვის. ამ ანგარიშზე თქვენ შეძლებთ თანხის ჩარიცხვას, გადარიცხვასა და კონვერტაციას ნებისმიერ ვალუტაში.
SOLO ბარათის პირობები:
- დამზადება და მომსახურება: უფასო
- ბარათის ვადა: 2 წელი
- მინიმალური ნაშთი: არ მოითხოვება
- განაღდების საკომისიო: 0%
- განაღდების მაღალი დღიური ლიმიტი
- 1 000 ერთეულზე მეტი თანხის განთავსებისას სარგებლის დარიცხვა მოხდება ყოველთვიურად: ლარი – წლიური 3%, უცხოური ვალუტა – წლიური 2%