• USD1.6193
  • EUR2.1423
  • GBP2.5452

SOLO უპირატესობები

SOLO – ეს არის საქართველოს ბანკის" ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელიც მოიცავს პრივილეგიურ სერვისებსა და გამორჩეულ საბანკო პროდუქტებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დაზოგოთ დრო, მიიღოთ მაქსიმალურად მომგებიანი, კომფორტული საბანკო მომსახურება და იყოთ გამორჩეული, მაშინ SOLO თქვენთვისაა შექმნილი.

SOLO – კომფორტული

  • SOLO მომხმარებლებს მოგემსახურებათ პერსონალური ბანკირი. იგი გაგიწევთ კონსულტაციებს ნებისმიერ საბანკო და სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით და ინდივიდუალურად შეგირჩევთ თქვენს ფინანსურ მიზნებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურებას;
  • თქვენთვის უფრო მეტი კომფორტისა და ექსკლუზიურობისთვის განკუთვნილია SOLO ფილიალი თბილისში და SOLO მომსახურების ადგილები საქართველოს ბანკის ფილიალებში თბილისში, ბათუმსა და ახლა უკვე ქუთაისშიც.

SOLO – მომგებიანი

  • ექსკლუზიურად თქვენთვის შექმნილია SOLO პროდუქტები, ასევე სარგებლობთ განსაკუთრებული პირობებით სხვა საბანკო მომსახურებაზე და იღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს;
  • სარგებლობთ განსაკუთრებული პირობებით სადაზღვევო და მოგზაურობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე.

SOLO – გამორჩეული

  • მხოლოდ SOLO მომხმარებლებს შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიალური საერთაშორისო საკრედიტო ბარათი American Express Gold-ი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საკრედიტო ლიმიტით, ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით, ქულების დაგროვებისა და Selects-ის პროგრამით, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში;
  • ექსკლუზიურად თქვენთვის მზადდება SOLO Lifestyle შემოთავაზებები: გართობა, დასვენება, მოგზაურობა.
  • Find us on
  • Designed by
  •  
  • Programming by
  •