„საქართველოს ბანკის" ინტერნეტბანკის მომსახურების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერ დროს კომპიუტერით დაათვალიეროთ თქვენი ანგარიშები და შეასრულოთ თქვენთვის სასურველი საბანკო ოპერაცია.
დღეს უკვე შესაძლებელია დაზოგოთ დრო და ბანკში მიუსვლელად გადაიხადოთ ნებისმიერი კომუნალური გადასახადი, მოიპოვოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, შეიტყოთ ვალუტის კურსი და აწარმოოთ კონვერტაცია, განახორციელოთ გადარიცხვები როგორც შიდა, ასევე გარე ანგარიშებზე, გახსნათ ანაბარი, შეუკვეთოთ სადებეტო და ასევე American Express საკრედიტო ბარათები.
ინტერნეტბანკით მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ საბანკო ამონაწერი და, საჭიროებისამებრ, ჩართოთ ან გამორთოთ სასურველი საბანკო ინტერნეტმომსახურება, ხოლო, თუ სარგებლობთ SMS ბანკით, დაამატოთ თქვენთვის სასურველი ფუნქციები.
„საქართველოს ბანკი" იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას.