• USD1.6276
  • EUR2.0669
  • GBP2.5819

კურიერის მომსახურება

როცა ძალიან დაკავებული ხართ, არ გსურთ მოსწყდეთ თქვენს ძირითად საქმიანობას და ამ დროს ბანკში გადაუდებელი ვიზიტი გჭირდებათ, ჩვენი კურიერის მომსახურება ნამდვილი მხსნელი შეიძლება გახდეს თქვენთვის.

გამოიძახეთ კურიერი თქვენს ოფისში ან სახლში და:

  • დაზოგეთ ბანკში მისვლისთვის საჭირო დრო;
  • მიიღეთ სრული დისტანციური საბანკო მომსახურება ოფისიდან გაუსვლელად;
  • შეიქმენით დამატებითი კომფორტი.

კურიერის მომსახურების მისაღებად საკმარისია დაუკავშირდეთ თქვენს პერსონალურ ბანკირს, შეატყობინოთ კონკრეტულად, რა ოპერაციის განხორციელება ან საბუთების მიღება გსურთ და მიუთითოთ გამოძახების მისამართი.

ჩვენი კურიერის გამოძახება შეგიძლიათ თბილისის,  ბათუმის და ქუთაისის ფარგლებში ბანკის სამუშაო საათებში.

SOLO პაკეტის მოქმედების ვადაში პირველი 4 სტანდარტული გამოძახება უფასოა. ყოველი შემდგომი გამოძახება ფასიანია და დამოკიდებულია სერვისის ტიპზე:

  • სტანდარტული გამოძახება – 6 ლარი
  • ექსპრესგამოძახება – 10 ლარი

კურიერის საშუალებით შეძლებთ შემდეგი სახის მომსახურების მიღებას:

  • უნაღდო ოპერაციები – სხვადასხვა სახის გადარიცხვები
  • ბარათების ადგილზე მიტანა – საკრედიტო და სადებეტო ბარათები
  • სხვადასხვა საბანკო დოკუმენტების ადგილზე მიტანა – განაცხადები, ცნობები, ხელშეკრულებები

თქვენი კომფორტული მომსახურება ჩვენი უპირატესობაა!

  • Find us on
  • Designed by
  •  
  • Programming by
  •